Belive

ლამპარდი: ,,შემდეგ ჯერზე, არ მინდა, რომ დროებითი მწვრთნელი ვიყო''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლონდონის ,,ჩელსის'' მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, უპასუხა შეკითხვას, როგორ შეარჩევს მომავალ სამუშაო ადგილს:

,,ამ კითხვაზე პასუხი რთულია. შეიძლება, ისე ჩანდეს, რომ ზედმეტად მოთხოვნადი ვარ, მაგრამ, რეალობა ისაა, რომ ასეთ დონეზე ბევრი ვაკანსია დიდ სამუშაოს მოითხოვს. ეს არის მცდელობა, იპოვო პროექტი, რომელიც შენს მიზნებს შეესაბამება.

რა თქმა უნდა, როცა ,,ჩელსიში'' მოვედი, საქმეს დიდი მონდომებით შევუდექი და გაცნობიერებული მქონდა, რომ აქ დიდი ხნით არ ვიყავი. მაგრამ, შემდეგ ჯერზე, არ მინდა, რომ დროებითი მწვრთნელი ვიყო. მინდა ვიმუშაო ისეთ ადგილას, სადაც განვითარებას შევძლებ.

ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას, არ მსურს, რომ ზედმეტად პრეტენზიული გამოვჩნდე. სირთულეები, რომლებიც კარიერაში შემექმნა, მარტივი გამოცდა არ ყოფილა, მაგრამ ცხოვრება ასეთია. გამიმართლა, რომ ,,ჩელსის'' ორჯერ ვწვრთნიდი. ,,ევერტონიც'' დიდი გუნდია და - ,,დერბიც''. თუმცა, შესაძლოა, სხვაგვარად ვიფიქრო, როცა უფრო შორს წავალ,'' - ლამპარდის სიტყვებს The Guardian-ი ციტირებს.

ლამპარდმა ,,ჩელსი'' მეორედ მიმდინარე წლის აპრილში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ლონდონურმა გუნდმა ზედიზედ 6 მატჩი წააგო.

პრემიერლიგაში ჩატარებული 33 შეხვედრის შემდეგ, ,,არისტოკრატები'' 39 ქულით სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზე არიან.

სხვა სტატიები