მეისონ მაუნტმა დაადასტურა, რომ ჩელსის ტოვებს
მეისონ მაუნტმა ,,ჩელსიდან'' წასვლის შესახებ განაცხადა. ფეხბურთელმა გადაწყვეტილების შესახებ გულშემატკივრებს რამდენიმე წუთის წინ ამცნო:
,,ბოლო 6 თვის განმავლობაში გავრცელებული სპეკულაციების გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს თქვენთვის მოულოდნელი არ იყოს, მაგრამ ეს არ მიმარტივებს იმის თქმას, რომ ჩელსის დატოვება გადავწყვიტე.
ვფიქრობ, რომ თქვენ იმაზე უფრო მეტს იმსახურებთ, ვიდრე წერილობითი განცხადებაა, ამიტომ, მინდა, პირდაპირ გითხრათ, რამდენად მადლობელი ვარ თქვენი მხარდაჭერისთვის. ვიცი, რომ ზოგიერთი თქვენგანი ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ იქნება, მაგრამ ეს ის არის, რაც კარიერის ამ ეტაპზე მჭირდება,'' - თქვა მაუნტმა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ინგლისელმა ფეხბურთელმა ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ,,წითელი ეშმაკები'' მაუნტის ტრანსფერს მალე ოფიციალურად დაადასტურებენ.
,,იუნაიტედი'' 24 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ ლონდონურ გუნდს 60 მილიონ ფუნტამდე გადაუხდის.
Mason Mount x Chelsea fans. 🔵 #CFC pic.twitter.com/73A5ZIdKuV
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 4, 2023