ლამინე იამალმა ბარსელონასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლამინე იამალმა ბარსელონასთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. კონტრაქტის თანახმად ესპანელი ფეხბურთელი ,,ბლაუგრანას'' ღირსებას 2031 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.
,,იამალის კონტრაქტის გახანგრძლივება ბარსელონას ამჟამინდელი პროექტის სიმტკიცის კიდევ ერთი დასტურია.'' - წერია კატალონიური კლუბის ვებგვერდზე
მიუხედავად იმისა, რომ იამალი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, მან ბარსელონას მაისურით უკვე 106 შეხვედრა ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლამინემ ესპანურ გრანდთან ერთად ლა ლიგის (2-ჯერ), ქვეყნის თასისა და სუპერთასის მოგება შეძლო.
The future is now. pic.twitter.com/VP2WQmbNHN
— FC Barcelona (@FCBarcelona) May 27, 2025