IFFHS-მა 2025 წლის საუკეთესო გუნდი დაასახელა
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS), 2025 წლის საუკეთესო გუნდი დაასახელა. ჩამოთვლილთაგან 5 ფეხბურთელი პარი სენ-ჟერმენს წარმოადგენს, 2-2 ბარსელონას და მანჩესტერ სიტის, ხოლო თითო-თითო რეალ მადრიდსა და მიუნხენის ბაიერნს.
სრულად თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი)
მცველები: ნუნუ მენდეში (პარი სენ-ჟერმენი), ვილიან პაჩო (პარი სენ-ჟერმენი), აშრაფ ჰაკიმი (პარი სენ-ჟერმენი)
ნახევარმცველები: ვიტინია (პარი სენ-ჟერმენი), პედრი (ბარსელონა), ლამინე იამალი (ბარსელონა)
შემტევები: კილიან მბაპე (რეალ მადრიდი), უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ბაიერნი)