ლამინე იამალი: "მეტოქის გულშემატკივრები მისტვენენ იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ"
4 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ბრიუგესა და ბარსელონას შორის ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა. ბელგიური გუნდი მატჩში 3-ჯერ იგებდა, მათ შორის მატჩის ბოლო წუთზეც, თუმცა გოლი გაუქმდა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 3:3 დაფიქსირდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ბარსელონას 18 წლის სუპერვარსკვლავმა - ლამინე იამალმა მეტოქე გუნდის გულშემატკივრებზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ უსტვენენ მას ყველგან, სადაც ჩადის.
„თუ მეტოქის გულშემატკივრები მისტვენენ, ეს იმიტომ ხდება, რომ იციან, მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ. ჩვეულებრივი მოთამაშე რომ ვიყო, არ დამისტვენდნენ - მე ამას მივეჩვიე და არანაირი წნეხის ქვეშ არ მიწევს თამაში, როდესაც ჩემს მიმართ აგრესიაა.
ამას თავიდანვე თუ არ მიეჩვიე, მერე ძალიან გაჭირდება, სწორედ ამიტომ იმუნიტეტიც გამოვიმუშავე..." - ლამინე იამალი
ლამინე იამალმა ბრიუგეს წინააღმდეგ ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა (2:2). მას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 2 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა შესრულებული.