Belive

ოფიციალურად | ტრაბზონსპორმა ფაბინიო დაიმატა - სალაჰს ყოფილი თანაგუნდელი მიუყვანეს

6 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლივერპულის ყოფილი ნახევარმცველი ფაბინიო, კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ტრაბზონსპორმა 32 წლის ბრაზილიელი საყრდენის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. საუდის არაბეთის ალ-ითიჰადის დატოვების შემდეგ ფაბინიო თავისუფალი აგენტი გახდა, თურქულმა გრანდმა კი დრო უქმად არ დაკარგა.

ტრაბზონსპორმა ყოფილი თანაგუნდელების გაერთიანება მოახდინა და მოჰამედ სალაჰს ფაბინიო მიუყვანეს, რომელიც გუნდს 2 დღის წინ შეუერთდა. კლუბმა უკვე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ფაბინიო ტრაბზონში ჩაფრინდა.

ეგვიპტელმა თავდამსხმელმა ახალ კლუბში სადებიუტო ეტაპი ბრწყინვალედ დაიწყო. ბაშაქშეჰირთან მოგებულ მატჩში (2:1) სალაჰმა დუბლი შეასრულა და ტრაბზონსპორს სასტარტო ორ ტურში უდანაკარგო სერიის შენარჩუნებაში დაეხმარა. 34 წლის ვარსკვლავის ტრაბზონში ჩასვლას აეროპორტში 25,000-მდე ფანი პიროტექნიკითა და შეძახილებით შეხვდა, რამაც ფეხბურთელი აღაფრთოვანა. სალაჰის თქმით, მიღებული სიყვარულის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.

საინტერესოა, რომ თურქულ კლუბში ლივერპულის ყოფილი ტრიოს შექმნა იგეგმებოდა, თუმცა დარვინ ნუნიესის ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. ურუგვაელი თავდამსხმელი ალ-ჰილალიდან იჯარის წესით საუდის არაბეთისავე კლუბ ალ-დირიაში გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰსა და ფაბინიოს ერთად ლივერპულში 199 მატჩი აქვთ ნათამაშები, სალაჰისთვის კი მას 7 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. მათ ერთად მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თაასი, ინგლისის ასოციაციის თასი, ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და ინგლისის ლიგის თასი.

სხვა სტატიები