Belive

ლამინე იამალი: “ჩვენ მილანში უბრალოდ არ ჩავალთ. ჩვენ იქ მოვიგებთ!”

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი ,,ბარსელონასა'' და ,,ინტერს'' შორის ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

მატჩის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა, 17 წლის ლამინე იამალმა, მატჩის დასრულების შემდეგ თამაში შეაფასა და საპასუხო მატჩზე ისაუბრა.

"შედეგით უკმაყოფილოები არ ვართ, თუმცა რა თქმა უნდა, შეგვეძლო მოგება. აშკარად ჩანდა, რომ მოედანზე ჩვენ, ჩვენს მეტოქეზე უკეთესები ვიყავით და გამარჯვებას ვიმსახურებდით.

გახურების დროს უცნაური დისკომფორტი ვიგრძენი და გასახდელში გავედი, მაგრამ ეს თამაში კარგად ვითამაშე. ყოველთვის ვცდილობ, გუნდისთვის ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო.

ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ საპასუხო მატჩში ყველანი ყველაფერს გავაკეთებთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

მილანში მოსაგებად ჩავალთ და მოვიგებთ კიდეც..." - ლამინე იამალი

"ინტერისა" და "ბარსელონას" შორის საპასუხო შეხვედრა მომავალ სამშაბათს, 6 მაისს, მილანში გაიმართება.

სხვა სტატიები