დიეგო სიმეონემ ხულიან ალვარესი დაიცვა | ატლეტიკო მანჩესტერთან სათამაშოდ ემზადება
დიეგო სიმეონე ხულიან ალვარესს იცავს. მადრიდის ატლეტიკო, ხვალ, ჩემპიონთა ლიგაზე, მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს. არგენტინელ ფეხბურთელს, მადრიდის ატლეტიკოს მაისურით, გოლი 29 აპრილის შემდეგ აღარ გაუტანია. ბოლო გოლი ალვარესმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, არსენალის წინააღმდეგ გაიტანა.
ამ საკითხზე დიეგო სიმეონემ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. არგენტინელ სპეციალისტს ამ ყველაფრისთვის დრამატულად არ შეუხედავს და საკუთრი ფეხბურთელი დაიცვა.
ხულიან ალვარესის მსგავს ფეხბურთელებს ყოველთვის სჭირდებათ გოლების გატანა. ის ამ კუთხით, ერთადერთი ფეხბურთელი არ არის. მაგრამ ამ ყველაფრის გარდა, ის გუნდური მოთამაშეცაა. მას თანაგუნდელებთან კომბინირება და თამაშის ორგანიზება კარგად შეუძლია. გოლების გატანის გარდა, მას სხვა ძლიერი მხარეებიც აქვს. მან შაბათს კარგად ითამაშა და იმედი მაქვს, რომ იმ დონეს მიაღწევვს, რომელსაც მისგან ველოდებით. - დიეგო სიმეონე
ალვარესმა, ლა ლიგაში გოლი, ბოლოს, 28 თებრვალს გაიტანა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არგენტინელი ყველაზე განხილვადი ფეხბურთელი იყო. მისით ყველაზე მეტად ბარსელონა იყო დაინტერესებული, მაგრამ ატლეტიკომ ალვარესის გაყიდვის ყველა პოტენციურ გზაზე უარი თქვა.
ამის გამო, სეზონის დასაწყისში, არგენტინელს აშკარა უკმაყოფილება ეტყობოდა, რაც მის თამაშზეც აისახა. მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა და 27 წლის ფეხბურთელი კვლავ მზადაა, ატლეტიკოს მაისურით თავი საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გამოიჩინოს.
🚨🇦🇷 Diego Simeone: "Julian Alvarez's lack of goals? Strikers always need goals, not just him. Beyond his finishing ability, he’s a team player who links up very well with his teammates and has many qualities. He played well on Saturday, and hopefully he can reach the level we… pic.twitter.com/EZsf1x38rZ
— Atletico Universe (@atletiuniverse) October 12, 2026