ლამინ იამალმა საერთაშორისო დონეზე არჩევანი გააკეთა
"ბარსელონას" ახალგაზრდა ტალანტს, ლამინ იამალს საერთაშორისო ასპარეზზე ორი ნაკრების წარდგენა შეეძლო. ფეხბურთელი კატალონიაში დაიბადა. მისი მამა მაროკოელია, ხოლო დედა ეკვატორული გვინეის მოქალაქეა. თავის მოზარდობის წლები იამალმა ესპანეთში, "ლა მასიაში" გაატარა.
სოციალურ ქსელში აქტიურად იწერებოდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს მაროკოს სახელით სურდა ასპარეზობა. მაგრამ, ესპანური მედიის ცნობით, ლუის დე ლა ფუენტეს მისი დამატება ძალიან სურს და ამბობენ, რომ ესპანელი თავკაცი ლამინის ნაკრებში გამოძახებასაც გეგმავს.
ესპანური გამოცემა ,,Sport" ირწმუნება, რომ იამალმა შეხვედრები გამართა როგორც მაროკოს მწვრთნელ ვალიდ რეგრაგთან, ასევე ესპანეთის წარმომადგენლებთან. ამავე წყაროს მტკიცებით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ესპანეთი აირჩია.
16-year old wonderkid Lamine Yamal is in line to be selected for Spain's senior squad for the next international break. 👶 🇪🇸 pic.twitter.com/XqVNEHOunL
— MONKEYPOST ⚽️ (@MonkeyPostPod) August 23, 2023
ესპანეთის ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობას პარასკევს დაასახელებს. მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდა კატალონიელი ტალანტი 8 სექტემბერს საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს.