Belive

ქარიმ ბენზემა: "მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც მას აკრიტიკებს, იმან ფეხბურთი არ იცის"

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდამ - ქარიმ ბენზემამ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

ბენზემამ არჩევანი კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის შორის გააკეთა.

"მე და მესის კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე პატივს ვცემ მას, ისევე როგორც ის მე. ის რაც ლეომ კარიერის განმავლობაში გააკეთა, წარმოუდგენელი და დასაფასებელია.

ის იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ოქროს ბურთის მოგება მომილოცა. ის დი მარიასთან ერთად იყო და ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა - "გილოცავ, შენ ეს პრიზი დაიმსახურე." ვუპასუხე - "მადლობა ლეო. როგორი შესანიშნავი გრძნობა ყოფილა... ეს შენ შვიდჯერ შეძელი, ვფიქრობ ეს გრძნობა შენთვის უკვე განელდებოდა.

მესი თავმდაბალი ადამიანია. ახლა მას ოქროს ბურთი უკვე რვაჯერ აქვს მოგებული. ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ვფიქრობ, დებატები იმის შესახებ თუ ვინ არის საუკეთესო, მის სასარგებლოდ დასრულდა. ყველა, ვინც მესის აკრიტიკებს, ფეხბურთთან არაფერი ესაქმება."
- ქარიმ ბენზემა

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ქარიმ ბენზემას ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარია, თუმცა როგორც ჩანს, ფრანგი ფეხბურთელი სიმართლის მხარეს არის და მისი პორტუგალიელი მეგობარი გაანაწყენა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ქარიმ ბენზემა 2022 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულია, ლეო მესის ეს ჯილდო 8-ჯერ, ხოლო კრიშტიანუ რონალდუს ეს ჯილდო 6-ჯერ აქვს მოგებული.

სხვა სტატიები