La Nazione - შესაძლოა, ედოარდო ბოვემ იტალიაში ფეხბურთის თამაში ვეღარ შეძლოს
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ფიორენტინას'' ნახევარმცველმა, ედოარდო ბოვემ, რომელმაც ,,ინტერთან'' შეხვედრაში გონება დაკარგა, შესაძლოა, კარიერის დასრულება მოუწიოს. ინფორმაციას ფლორენციული გამოცემა, La Nazione ავრცელებს.
22 წლის ფეხბურთელი ინტენსიური განყოფილებიდან კარდიოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს. იტალიელს ზუსტი დიაგნოზის დადგენამდე გამოკვლევები უტარდება.
იმ შემთხვევაში თუ ანალიზებით დადასტურდება, რომ გულის გაჩერება გულის ძირითადმა პათოლოგიებმა გამოიწვია, გარკვეული დროის განმავლობაში ბოვე რეციდივის რისკის ქვეშ იქნება, რაც თავისმხრივ დეფიბრილატორის იმპლანტაციას საჭიროებს. იტალიური კანონმდებლობა კი ფეხბურთელებს კარდიოსიმულატორით თამაშს უკრძალავს.
მიმდინარე სეზონში ბოვეს ანგარიშზე ,,ფიორენტინას'' მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.