Belive

ედინ ჯეკომ კონფერენს ლიგის რეკორდი დაამყარა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კონფერენს ლიგის მე-2 ტურში ვენის რაპიდმა ფიორენტინას უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

მატჩში გოლი გაიტანა ედინ ჯეკომ, რომელიც 39 წლისა და 220 დღის ასაკში გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვისაც კონფერენს ლიგაზე გაუტანია.

,,გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, ევროტურნირზე მით უმეტეს. იმედია, კიდევ რამდენიმე გოლის გატანას შევძლებ, როცა ასაკი მომემატება...'' - ედინ ჯეკო
Rapid Vienna vs. Fiorentina: Dzeko smells Europe, Piccoli doesn't. -  Quotidiano Sportivo

ამავე სეზონში კიდევ 1 რეკორდი დამყარდა - პირველ ტურში, ალკმაარის წინააღმდეგ ითამაშა დავიდ გერასიმუმ, რომელიც 15 წლისა და 334 წლის ასაკში კონფერენს ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

სხვა სტატიები