ლა ლიგის პრეზიდენტი, რეალის მხრიდან, მსაჯებზე ზეწოლას აკრიტიკებს
ატლეტიკოსა და რეალის შეხვედრის შემდეგ, მადრიდულ დერბისთან დაკავშირებით, საუბარი არ წყდება. ამჯერად, ამ მატჩზე, საკუთარი პოზიცია, ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმაც დააფიქსირა. მსაჯის მიერ მიღებულ რამდენიმე საკამთო გადაწყვეტილებას, რეალისა და ჟოზე მოურინიოს მხრიდან, არაერთი პრეტენზია მოჰყვა. ტებასმა ცხადჰყო, რომ ესმის მსაჯების მიმართ გამოთქმული უკმაყოფილება, თუმცა კლუბის მიერ, საჯაროდ დაწყებულ კამპანიას, ვერ გაიზიარებს.
ტებასმა უკმაყოფილება გამოთქვა რეალის კრიტიკული ტონის გამოც. მან, ასევე, უარჰყო მოსაზრება, რომ მატჩის შედეგზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მსაჯებს ეკისრებათ და შეხვედრის საბოლოო შედეგი პირდაპირ შეაფასა. მატჩში რამდენიმე ისეთი ეპიზოდი იყო, რომლებშიც VAR-ის ჩარევა გახდა საჭირო. ეს ეპიზოდები კი, მოგვიანებით, მწვავე განხილვის საგანი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, ჰუისენის გაძევება იყო. ტებასმა მიიჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება, თამაშის წესების შესაბამისად, სრულიად გამართლებული იყო. მან, ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, რეალის პროტესტი არ გაიზიარა.
რეალს კონკრეტული ეპიზოდების გამო არ წაუგია. მესმის პრეტენზიები, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმ ფორმას, როგორითაც ისინი გამოითქვა. ჰუისენის ეპიზოდში, ულაპარაკოდ წითელი ბარათი იყო. ვალვერდეს შემთხვევაშიც, უპრობლემოდ შეიძლებოდა ურუგვაელის გაძევება. მადრიდის რეალის ტელევიზიის საქციელი უსამართლოა და ბოროტული გზით ცდილობს მსაჯების წნეხის ქვეშ მოქცევას. - ხავიერ ტებასი
🚨 𝗡𝗘𝗪: Javier Tebas responds to Real Madrid’s complaints about the refereeing in the Madrid Derby:
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) September 21, 2026
🗣️ “Real Madrid did NOT lose because of those incidents.”
“Huijsen’s was definitely a red card. Bellingham’s was NOT a red because he got the ball first.”
“Valverde’s could… pic.twitter.com/AvuNyXoboB