Belive

ლა ლიგის პრეზიდენტი: ,,გოლის დაფიქსირების ტექნოლოგია ზედმეტად ძვირი ჯდება''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის თქმით, ესპანეთის ჩემპიონატის მატჩები მალე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გაიმართება.

ტებასმა გოლის დაფიქსირების ტექნოლოგიაზეც ისაუბრა, რაც ელ კლასიკოს შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა:

,,არ ვიცი როდის, მაგრამ ლა ლიგის შეხვედრები საზღვარგარეთაც ჩატარებდა... ვფიქრობ, ეს 2025-2026 წლების სეზონში დაიწყება.

გოლის დაფიქსირების ტექნოლოგია? პირველ ყოვლისა, ეს სრულყოფილი ტექნოლოგია არ არის... გარდა ამისა, სეზონში ასეთი საკამათო მომეტი სულ 3-4-ია, მისი დანერგვა კი 5-6 მილიონი ჯდება, შესაბამისად, ღირებებულება ზედმეტად მაღალია. - ხავიერ ტებასი

ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, სატურნირო ცხრილს 81 ქულით მადრიდის ,,რეალი'' ლიდერობს, რომელიც მეორეადგილოსან ,,ბარსელონას'' 11 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები