Belive

ბარსელონამ ლა ლიგაში ისტორიული შედეგი დააფიქსირა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-7 ტურში ,,ბარსელონამ'' ,,ხეტაფეს'' უმასპინძლა და რობერტ ლევანდოვსკის გოლით 1:0 დაამარცხა.

ეს კატალონიური გრანდისთვის ესპანეთის ჩემპიონატში 6500-ე გოლია, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

,,ბარსელონამ'' 6500 გოლის გატანა 3035 მატჩში შეძლო (საშუალოდ 2.14 გოლი). ,,ბლაუგრანას'' მთავარი კონკურენტი, რა თქმა უნდა, აქაც მადრიდის ,,რეალია'', რომლის ანგარიშზე 6498 გოლია.

გუშინდელი შეხვედრა გამორჩეული ჰანს-დიტერ ფლიკისთვისაც იყო - გერმანელი სპეციალისტი ტატა მარტინოსა და ერნესტო ვალვერდეს შემდეგ გახდა მესამე მწვრთნელი, რომელმაც ,,ბარსელონასთან'' ერთად ლა ლიგის პირველ 7 მატჩში იმარჯვა (მარტინოს ანგარიშზე ზედიზედ 8 მოგებაა).

ლა ლიგის 7 ტურის შემდეგ, კატალონიელებს 21 ქულა აქვთ და მეორეადგილოსან ,,რეალს'' 4 ქულით უსწრებენ.

სხვა სტატიები