ლა ლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონას'' თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი ლა ლიგის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ოქტომბერში პოლონელმა თავდამსხმელმა კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 6 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლევანდოვსკიმ გამოკითხვაში ანტუან გრიზმანს, ფედერიკო ვალვერდეს, ხოსელუს, ისი პალასონს, ბრაის მენდესსა და სერხიო ლეონს აჯობა.
ლა ლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად ბორხა იგლესიასი დასახელდა, სექტემბრის კი - ფედერიკო ვალვერდე.