Belive

ატლეტიკოს პრეზიდენტი: "ალვარესს არც რეალში გავუშვებთ და არც ბარსელონაში"

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხულიან ალვარესის მომავალი დღითი დღე უფრო ბუნდოვანი ხდება. მადრიდის ატლეტიკო კვლავ კატეგორიულად ეწინააღმდეგება არგენტინელი ფეხბურთელის ბარსელონაში ტრანსფერს მიუხედავად იმისა, რომ თავად ალვარესს ძალიან სურს კატალონიურ კლუბში თამაში და ბარსელონასთვისაც, 26 წლის ფეხბურთელი, შეტევის გაძლიერებისთვის, მთავარი სამიზნეა.

როგორც ესპანური გამოცემა "Sport" წერს, მადრიდის ატლეტიკოს სპორტული ჟურნალისტის, რუბენ ურიას ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი, მიგელ ანხელ ხილ მარინი, პირადად ჩაერთო საქმეში, რადგან არ დაუშვას ალვარესის ბარსელონასა ან რეალში გადასვლა. შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა, ატლეტიკოს, ალვარესის სანაცვლოდ, 150 მილიონი ევრო შეთავაზა. თავის იუთუბ არხზე საუბრისას, ურია ამ საკითხს შეეხო.

ხილ მარინი დარწმუნებულია, რომ ბარსელონასა და რეალს, ხულიან ალვარესის ტრანსფერით, მადრიდის ატლეტიკოს დამცირება სურდათ. სწორედ ამიტომ, მან ეს საკითხი პირადულად მიიღო და საკუთარი და კლუბის იმიჯის დასაცავად, ყველაფერს ეცადა, რათა ეს ტრანსფერი არ შემდგარიყო. მან ხულიან ალვარესის აგენტს, ფერნანდო იდალგოს, პირადად უთხრა, რომ ალვარესი არც მადრიდის რელსა და არც ბარსელონაში არ გადავიდოდა. - განაცხადა რუბენ ურიამ

ურიას ინფორმაციით, ხულიან ალვარესის გარემოცვა, მიგელ ანხელ ხილ მარინით, ძალიან იმედგაცრუებულია, რადგან მან დაარღვია დაპირება - დახმარებოდა ფეხბურთელს ატლეტიკოდან გადასვლაში. ალვარესს კი სწორედ ამის სურვლი აქვს. არგენტინელი მიიჩნევს, რომ ატლეტიკოს ხელმძღვანელი, მის მიმართ, გულწრფელი არ ყოფილა. როგორც ცნობილია, ატლეტიკოს არგენტინელი შემტევი, 10 აგვისტოს, კლუბის საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნდება და გუნდთან ერთად, 2026/27 წლის სეზონისათვის მზადებას დაიწყებს. ყველაფრისდა მიუხედავად, არგენტინელის მთავარი ოცნება, კვლავ ბარსელონაში თამაშია.

სხვა სტატიები