L'Equipe - ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ზიდანია
ფრანგი სპეციალისტი, ზინედინ ზიდანი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი პრეტენდენტია. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია აქცენტს აკეთებს უცხოელ გამოცდილ მწვრთნელზე, რომელიც ამჟამად უმუშევარია. კანდიდატებს შორის, ასევე, მაურისიო პოჩეტინო, რაფაელ ბენიტესი და ტომას ტუხელი არიან.
,,სელესაოსთან'' კარლო ანჩელოტიც დააკავშირეს, თუმცა იტალიელს მადრიდის ,,რეალის'' დატოვება კონტრაქტის ამოწურვამდე არ სურს.
ზინედინ ზიდანის ბოლო გუნდი ,,რეალი'' იყო, რომელიც გასული წლის მაისში დატოვა. 50 წლის სპეციალისტმა ,,სამეფო კლუბთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება სამჯერ შეძლო.
მუნდიალის მეოთხედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, ტიტემ ბრაზილიის ეროვნული ნაკრები დატოვა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთა მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯერჯერობით ვაკანტურია.