"ყველამ ვიცით თუ ვინ იქნება საფრანგეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი" - ტიერი ანრი
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში დიდიე დეშამს ზინედინ ზიდანი შეცვლის, ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. CBS-თან ტიერი ანრიმ ისაუბრა და მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებ მცირე მინიშნება გააკეთა, რაც თითქმის ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ზიდანი აუცილებლად დაბრუნდება.
არ ვიცი რა ვთქვა, ყველამ ვიცით თუ ვინ იქნება ახალი მთავარი მწვრთნელი. როგორც თქვენ ასევე, მეც ვიცი და მას წარმატებებს ვუსურვებ. - ტიერი ანრი
ზინედინ ზიდანს მენეჯერული კარიერის გათვალისწინებით მხოლოდ რეალში უმუშავია, 53 წლის ლეგენდა 2013 წელს მწვრთნელის დამხმარე იყო, 2014 წლიდან კი მადრიდულ გუნდში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2-2-ჯერ კი ლა ლიგის, უეფას სუპერთასის, მსოფლიო საკლუბოს და ესპანეთის თასის გამარჯვებული გახდა. 2017 და 2018 წლებში კი საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
Thierry Henry, qui fait partie des candidats potentiels pour remplacer Didier Deschamps à la tête des Bleus, a laissé entendre lors d'une conférence de presse organisée par CBS que Zinédine Zidane était déjà assuré d'être le prochain sélectionneur. https://t.co/PRe3Fe9ob5 pic.twitter.com/TL6KSqo4VX
— L'Équipe (@lequipe) September 10, 2025