Belive

კოლუმბია მეოთხედფინალშია | ბრაზილიამ პარაგვაი გაანადგურა

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრაზილიის ნაკრებმა მიმდინარე კოპა ამერიკაზე თავისი პირველი გამარჯვება იზეიმა. "სელესაომ" საკმაოდ დამაჯერებლად და ლამაზ სტილში, ანგარიშით 4:1 დაამარცხა პარაგვაის ნაკრები და 4 ქულით D ჯგუფის მეორე ადგილზეა.

ვინისიუს ჟუნიორმა დუბლი შეასრულა, რაფინიას ნაცვლად ძირითადში დაყენებულმა სავიომ ერთი, ხოლო ლუკაშ პაკეტამ პირველი გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, მეორედ დანიშნული პენალტი გამოიყენა. ომარ ალდერეტეს შორიდან გატანილი გოლი პარაგვაელებისთვის გარდამტეხის მომტანი არ აღმოჩნდა, თანაც ისინი 81-ე წუთიდან მოედანზე 10 კაცით იმყოფებოდნენ.

ბოლო ტურში, რომელიც 2 ივლისს გაიმართება, ბრაზილიამ არ უნდა წააგოს კოლუმბიასთან და ამავდროულად კოსტა რიკამ არ უნდა მოუგოს პარაგვაის. ასეთ შემთხვევაში ბრაზილიას და კოსტა რიკას თანაბარი ქულები ექნებათ და ჯგუფიდან გამსვლელის ვინაობას ბურთების ბალანსი გადაწყვეტს.

ამავე ჯგუფში კოლუმბიამ მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა. კოსტა რიკამ, რომელმაც პირველ ტურში სრულიად მოულოდნელად ბრაზილიასთან ქულა აიღო, ამ შემთხვევაში მარტივად, 0:3 დათმო შეხვედრა და იმის იმედზე უნდა იყოს, რომ თავად დიდი ანგარიშით მოუგებს პარაგვაის, ბრაზილია კი კოლუმბიიასთან დამარცხდება. გოლები ლუის დიასის, დევინსონ სანჩესის და ჯონ კორდობას ანგარიშზეა. კოლუმბია არგენტინას, ვენესუელასა და ურუგვაის შეუერთდა, ოთხივე გუნდმა ორიდან ორივე შეხვედრა მოიგო.

სხვა სტატიები