კვლევა: გერმანელთა 27% ევრო 2024-ით დაინტერესებული არ არის
გამოკითხვის თანახმად, ყოველ მეოთხე გერმანელს მათ ქვეყანაში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატის მიმართ ინტერესი არ აქვს. კვლევის შედეგები დღეს გერმანიის საზოგადოებრივმა ტელეარხმა, ARD-მა გაავრცელა.
მიუხედავად ამისა, ტურნირის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ხალხში ტურნირნის მიმართ ისეთივე ენთუზიაზმი იქნება, როგორიც 2006 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე იყო. თუმცა, ჯერჯერობით მოსახლეობის 27% ევრო 2024-ის მიმართ ინტერესს საერთოდ არ იჩენს.
გამოკითხულთა 43%-მა განაცხადა, რომ ტურნირით ძალიან დაინტერესებულია, 28% კი ნაკლებ დაინტერესებას გამოთქვამს.
გერმანელები, ასევე, ტურნირის დროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც ნერვიულობენ - 42% შეშფოთებული ან ძალიან შეშფოთებულია, 14% კი - ნაკლებად.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით, ტურნირის დაწყებამდე უსაფრთხოების ნორმები გაძლიერდება, რათა თავიდან აიცილონ ისლამური ექსტრემისტული ჯგუფების თავდასხმა და პოტენციური კიბერშეტევები.
გერმანიაში ელიან, რომ მატჩებს უშუალოდ სტადიონებზე 2.7 მილიონი ადამიანი დაესწრება, ფანზონებში კი გულშემატკივართა რაოდენობა 12 მილიონამდე იქნება. ფეზერმა განაცხადა, რომ საფრთხეების შესახებ კონკრეტული რისკები არ არსებობს, მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტურნირმა მშვიდად ჩაიაროს.
ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, მეორე შეხვედრაში 22 ივნისს ჩეხეთს დაუპირისპირდება (ჰამბურგში), ჯგუფის ბოლო ტურში კი, 26 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე პორტუგალია იქნება.
More than one in four Germans have no interest in the upcoming Euro 2024 hosted by their country, the biggest sports event in Germany in almost two decades, a poll conducted for public broadcaster ARD showed on Wednesday. https://t.co/yAcPtdXciV https://t.co/yAcPtdXciV
— Reuters Sports (@ReutersSports) June 5, 2024