Belive

სერბებსა და ინგლისელებს შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ 7 ადამიანი დააკავეს

1 წთ

გელზენკირხენში C ჯგუფის მატჩის დაწყებამდე, გულშემატკივართა მასობრივი შეკრება დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კადრებში ჩანს, რომ ქომაგთა დიდი ნაწილი რესტორნის წინ მასობრივ ჩხუბში მონაწილეობდა. ესროდნენ ერთმანეთს სკამებსა და მაგიდებს, სანამ ადგილობრივი პოლიცია, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ჩაერეოდა. გელზენკირხენის პოლიციის სპიკერმა BBC-ს განუცხადა, რომ სერბეთის შვიდი მოქალაქე დააკავეს.

ეს ყველაფერი მოხდა სხვა ქალაქში, ჰაბურგში წარმოშობილი პირველი ინციდენტის შემდეგ. კაცს, რომელიც ცულითა და ცეცხლგამჩენი მოწყობილობით ემუქრებოდა გარშემო მყოფებს, პოლიციამ ესროლა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.