Belive

კვლავ ფაბრეგასთან ერთად - სერხი რობერტო კომოში ითამაშებს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრი, 32 წლის სერხი რობეტო - "კომოს" ღირსებას დაიცავს და კვლავ ფაბრეგასთან ერთად იმუშავებს.

სერხი რობერტო და სესკ ფაბრეგასი "ბარსელონას" ოქროს პერიოდში თანაგუნდელები იყვნენ, ახლა კი 32 წლის ესპანელს ფაბრეგასის თავკაცობით მოუწევს თამაში.

გარდა სერხი რობერტოსა, სერია A-ში ახლად დაბრუნებულმა "კომომ", მადრიდის "რეალიდან" ნიკო პასი, "სიტიდან" კი არგენტინელი მაქსიმო პერონე დაიმატა.

სერხი რობერტო დღეს იტალიაში ჩაფრინდება, რათა გაიაროს სამედიცინო შემოწმება და, შემდგომში, ხელი მოაწეროს კონტრაქტს, რომლითაც ოფიციალურად გახდება "კომოს" ახალი ფეხბურთელი.

32 წლის ესპენელი კარიერის განმავლობაში "ბარსელონას" ღირსებას იცავდა, ბოლო სეზონის განმავლობაში კი კატალონიური კლუბის კაპიტანიც იყო.

მან "ბარსელონასთან" ერთად შემდეგი ტიტულები მოიგო.

  • ჩემპიონთა ლიგა (2-ჯერ)

  • ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი

  • ესპანეთის ჩემპიონატი (7-ჯერ)

  • უეფას სუპერ თასი

  • ესპანეთის თასი (6-ჯერ)

  • ესპანეთის სუპერ თასი (5-ჯერ)

სხვა სტატიები