Belive

"კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში რაგბის თამაშს ჰგავს" - ვალტერ მაცარი

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლიმ" წლის ბოლო მატჩი "მონცასთან" ფრედ 0:0 ითამაშა. მე-18 ტურის შეხვედრის შემდეგ ვალტერ მაცარიმ DAZN-თან მატჩზე ისაუბრა და მეტოქე გუნდის უხეშობას გაუსვა ხაზი.

ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშზე

დავიღალე. ვცადე, რომ კვარას ახალ პოზიციაზე ეთამაშა, რადგან უფრო მეტად არაპროგნოზირებადი ყოფილიყო და თამაშზეც მეტი გავლენა მოგვეხდინა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ისე ვერ თამაშობს როგორც შეუძლია, რადგან მის წინააღმდეგ თამაში რაგბის თამაშს ჰგავს. ეს არის ჩემი გაბრაზების მიზეზი. კვარას წინააღმდეგ ძალიან ბევრი უხეშობა იყო, მაგრამ მეტოქე არავის გაუფრთხილებია. 84-ე წუთზე კი რაც მოხდა საოცრება იყო, კვარას წინააღმდეგ ჯარიმა არ დანიშნეს, რამაც ჩემი გაღიზიანება გამოიწვია. - ვალტერ მაცარი

თამაშის მიმდინარეობაზე - ქულების დაკარგვის გამომწვევი მიზეზები

თამაშის ცვლილება წინა წელთან შედარებით? მოდი მატჩზე ვისაუბროთ, შარშან მე არ ვიყავი. დღეს 6 საგოლე მომენტი შევქმენით და ბურთი ვერ გავიტანეთ. გოლის გატანის მომენტში ჩვენ შეცდომებს ვუშვებთ, ამის შემდეგ კი ქულები იკარგება. ჩემ ფეხბურთელებს რაც შეეხება, ანგისამ 4 მეტრიდან ვერ გაიტანა, ისევე როგორც კვარამ, ძალიან კარგი მომენტები გვქონდა.

ჩვენ შეგვიძლია გოლის გატანა თუკი კართან მშვიდად ვითამაშებთ და ეს აუცილებლად უნდა შევეცადოთ. გუნდმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ გოლი არ გავიდა. კვარას მაისურზე ეკიდებიან და ის ამ მომენტში ნერვიული ხდება. უნდა იყოს უკეთესი მსაჯობა, ეს ბოლო პერიოდში ხშირად ხდება, რომ ჩვენ წინააღმდეგ არ ინიშნება ჯარიმები, იყო ამ მატჩამდეც ოსიმენის წინააღმდეგ თამაშისას, მაგრამ ის მომენტებიც ვერავინ შეამჩნია. კვარა დაიღალა და როდესაც ნერვიულობს, მე მისი დაცვა მიწევს, ყოველთვის, ყოველი თამაშის შემდეგ. უნდა იყოს მეტი გაფრთხილება, რომ ასეთი მომენტები შემცირდეს. - ვალტერ მაცარი

სხვა სტატიები