Belive

დინი: ,,კვარაცხელია არის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს გარემარბი მომდევნო 10 წლის განმავლობაში''

20 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, ტროი დინიმ, პარი სენ ჟერმენისა და ბაიერნის მატჩის შემდეგ, CBS Sports-ის ეთერში, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

,,ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელია არის იმის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს მარცხენა ფლანგის მოთამაშე მომდევნო 10 წლის განმავლობაში! არა მხოლოდ იმიტომ თუ როგორ გააქვს გოლები და აკეთებს საგოლე გადაცემებს, არამედ იმიტომაც, როგორ მუშაობს გუნდისთვის დაცვაში.

ვფიქრობ, ჩვენ გამოვიარეთ პერიოდი, როდესაც კრიშტიანუ რონალდუს და მესის არ უწევდათ დაცვაში ბევრი თამაში. ესენი ტალანტები იყვნენ და გუნდი მათზე მუშაობდა. მაგრამ, ახლა ყველაფერი იცვლება და ფეხბურთი უფრო გუნდური ხდება, თამაშში ყველა ერთვება. სწორედ ამიტომ, მგონია, რომ კვარაცხელია ფლანგის ფეხბურთელის ახალი არქეტიპია.'' - ტროი დინი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბაიერნს უმასპინძლა და 5:4 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ თავი დუბლით გამოიჩინა.

გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირება ოთხშაბათს, 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება.

სხვა სტატიები