კვარაცხელიას განახლებული კონტრაქტის დეტალები
ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ სეზონში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა "ბოლონიასთან" - გოლითა და საგოლე გადაცემით. მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა ბოლო ტურშიც "პარმას" წინააღმდეგ, სადაც პირველ ტაიმში თავისი გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. მას შემდეგ, რაც სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მოსალოდნელია, რომ ქართველსა და "ნაპოლის" შორის ახალი ურთიერთობა ახალი კონტრაქტით დაიწყება. იტალიური მედიაც სწორედ ამ თემაზე წერს.
Khvicha #Kvaratskhelia is getting closer to extend his contract with #Napoli. He is a key-player and considered untouchable for Antonio #Conte’s Project. Ready a new contract until 2029 + option for 2030 with an increase in salary to €5,5M/year +1,5M as bonus. #transfers https://t.co/2qAnQFQ7fg
— Nicolò Schira (@NicoSchira) September 2, 2024
როგორც ჟურნალისტი და საფეხბურთო ტრანსფერებზე მომუშავე ექსპერტი ნიკოლო შირა X-ზე წერს, ნაპოლის განახლებული შეთავაზება 5.5 მილიონ ევროს შეადგენს (სუფთა), ამას კი ყოველწლიურად 1.5 მილიონი ევრო ბონუსად დაემატება. გამოდის, რომ კვარაცხელიას ნაპოლიში, 1 წელიწადში, 7 მილიონის გამომუშავება შეუძლია, რაც მას ამ კლუბის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს. დიდხნიანი ფიქრის შემდეგ, ფეხბურთელიცა და მისი აგენტიც შემოთავაზებაზე თანახმა არიან და გადამწყვეტ ხელის ჩამორთმევამდე ცოტა დროა დარჩენილი. კონტრქატი 2029 წლამდე გაგრძელდება და მას კიდევ ერთი პუნქტი ექნება, რომლის მიხედვითაც 2030 წლამდე გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.