Belive

კვარაცხელიას ფანტასტიკური მატჩი და უმაღლესი შეფასება უდინეზეს წინააღმდეგ

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრაში, "ნაპოლისა" და "უდინეზეს" დაპირისპირება შედგა.

ნეაპოლში, "დიეგო მარადონაზე" გამართული უხვგოლიანი მატჩი, "პარტენოპეის" გამარჯვებით, 4:1 დასრულდა და ამ დამაჯერებელი გამარჯვების მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც მოედანზე იფრინა.

"უდინეზეს" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, კვარამ პენალტი გამოიმუშავა და თანაგუნდელს გაატანინა, შემდეგ კი 6-თვიან უგოლო სერიას ბრწყინვალე გოლით დაუსვა წერტილი. თითქოს ეს არ კმაროდა, კვარამ შეცვლაზე შემოსულ სიმეონეს იდეალური საგოლე პასიც გაუკეთა. 

სრულიად დამსახურებულად, ხვიჩა კვარაცხელიამ ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შეფასება მიიღო. ავტორიტეტულმა ვებგვერდმა (whoscored.com) კვარაცხელიას შოუ 9.8-ით შეაფასა, რაც ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

სხვა სტატიები