Belive

რუდი გარსია: ,,კვარაცხელია თავის დონეს უბრუნდება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, ,,ლეჩესთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,თამაში კარგად წარიმართა, გვინდოდა, რომ გოლი მალევე გაგვეტანა. მიხარია, რომ პირველი გოლი საჯარიმო დარტყმას მოჰყვა, რადგან ჩემმა ასისტენტებმა ამაზე იმუშავეს და გადაწყვიტეს, რომ სტანდარტული ასე გათამაშებულიყო.

ცვლილებებმა იმუშავა. ოსიმენი ძირითადში არ ყოფილა, მაგრამ შემოვიდა და გაიტანა, მოედანზე დაბრუნების შემდეგ, თავი გაეტანომაც გამოიჩინა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გოლი არ გაგვიშვია. ახლა სხვა გუნდების შედეგებს დაველოდებით და ვნახავთ, ვიქნებით თუ არა ოთხეულში. მთავარი გამარჯვება იყო.

ვფიქრობ თავის დონეს ყველა უბრუნდება, მაგალითად, კვარაცხელია და ანგისა, რომლებიც ბოლო სამი მატჩის გათვალისწინებით, საუკეთესოდ გამოიყურებიან. ეს მთელ გუნდს ეხმარება.

რეალთან მატჩი? დღეს სერია A-ს შეხვედრა იყო. წინ სამი დღე და წინასამატჩო პრესკონფერენცია გვაქვს. ამ გამარჯვებით კმაყოფილი ვარ, ახლა მთავარია, ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ. სამშაბათს საღამოს შეგვიძლია, ჩვენი გულშემატკივრებისთვის ბოლომდე დავიხარჯოთ.'' - რუდი გარსია

სერია A-ს მე-7 ტურის შეხვედრაში ,,ნაპოლიმ'' ,,ლეჩეს'' სტუმრად 4:0 მოუგო.

გარსიას გუნდი მომავალ შეხვედრას სამშაბათს, 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე,  ,,რეალის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები