Belive

დელ პიერო კვარაცხელიაზე: "მას საოცარი ინტელექტი აქვს - საოცრად აზროვნებს"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,არსენალი'' სტუმრად 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი მატჩის მე-4 წუთზე უსმან დემბელემ, ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემით გაიტანა და ფრანგულმა გრანდმა ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მატჩის დასრულების შემდეგ, "Sky Sport"-ის პირდაპირ ეთერში, მატჩის განსახილველად მიწვეული ჰყავდათ, ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი - ალესანდრო დელ პიერო, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია ძალიან შეაქო.

„როდესაც კვარა იღებს ბურთს, ბურთს შეეხება და მეტოქესკენ მირბის, აქ ყველაფერს წამების მეათასედში ფიქრობს და ასრულებს. რა საოცარი საფეხბურთო ინტელექტი აქვს მას თავში.

ის მთელი მატჩის განმავლობაში, ტიმბერს უკან დახევას აიძულებდა.

ის რასაც იგი ხშირად იყენებს, ეს ჩემი ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი იყო 8 წლის ასაკში. იგი მცველს არ აძლევს დროს, გაიგოს, რა ხდება და რას აკეთებს. ნებისმიერ ნაბიჯზე შეუძლია მარჯვნივ ან მარცხნივ გადავიდეს. ის აიძულებს ერთი-ერთზე თამაშს მოწინააღმდეგეს, 1 კაცი საჯარიმოში შეჰყავს და მეორე ნახევარმცველს აიძულებს რომ მასზე ამოვიდეს - ამ დროს კი დემბელე თავისუფლდება..." - ალესანდრო დელ პიერო

სხვა სტატიები