Belive

გვარდიოლა პსჟ-სთან მატჩზე: ,,ეს ერთგვარი ნოკაუტი აღმოჩნდა''

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,პარი სენ ჟერმენთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:

,,პირველ ტაიმში მომენტები ორივე გუნდს გვქონდა, ისინი უკეთესები იყვნენ. პირველ გაშვებულ გოლს ვერ გავუმკლავდით, ეს ერთგვარი ნოკაუტი აღმოჩნდა. ამ მომენტში მეტოქე გამოფხიზლდა, სისწრაფეს მოუმატა, რასაც ვერაფერი მოვუხერხეთ. წაგებას უნდა შევეგუოთ, საუკეთესომ გაიმარჯვა.

სამართლიანია თუ არა ჩვენი პოზიცია სატურნირო ცხრილში? რა თქმა უნდა... რა არგუმენტი არსებობს იმის სათქმელად, რომ ეს უსამართლოა? მართალია, ახლა ასეთ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ ვიბრძოლეთ.

ლიგიდან გავარდნა? შეიძლება ასეც მოხდეს. თუ ბოლო მატჩი ვერ მოვიგეთ, ესე იგი, პლეი-ოფში გასვლას არ ვიმსახურებთ. ბოლო შანსი შინ ბრიუგესთან გვექნება და მოსაგებად უნდა ვითამაშოთ.'' - პეპ გვარდიოლა

ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში ,,მანჩესტერ სიტი'' ,,პარი სენ ჟერმენთან'' სტუმრად 2:4 დამარცხდა.

გვარდიოლას გუნდს ლიგის პლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ,,ბრიუგესთან'' გამარჯვება სჭირდება.

სხვა სტატიები