ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გუნდში მოხვდა
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა მონაკოსთან ფრედ 2:2 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში კი პარიზულმა კლუბმა მეტოქე 5:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრის 66-ე წუთზე გოლის გატანა შეძლო და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა, რის გამოც ქართველი ფეხბურთელი კვირის საუკეთესო გუნდში მოხვდა.
საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე: იან ობლაკი (ატლეტიკო მადრიდი)
მცველები: ედმონ ტაპსობა (ლევერკუზენი), ოდინ ბიორტუფტი (ბოდო გლიმტი), ვესტონ მაკკენი (იუვენტუსი), დავიდე ზაპაკოსტა (ატალანტა)
ნახევარმცველები: სანდრო ტონალი (ნიუკასლი), აურელინ ჩუამენი (რეალ მადრიდი), იენსა ჰაუგე (ბოდო გლიმტი), ხვიჩა კვარაცხელია (პარი სენ-ჟერმენი)
თავდამსხმელები: ალექსანდრ სორლოტი (ატლეტიკო მადრიდი), ვიქტორ ოსიმენი (გალათასარაი)
Presenting the Team of the Week 🌟@cryptocom | #UCLTOTW pic.twitter.com/Ev9shtCzt6
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) February 26, 2026