Belive

"კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელი არ არის" - იტალიელი ვეტერანი ქართველის შესახებ საუბრობს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, როსარიო რიველინომ საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ნეაპოლური ტელევიზიის ეთერში ერთ-ერთი ადგილობრივი ქომაგის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას შეეწინააღმდეგა და თქვა, რომ 21 წლის ქართველი თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო ფეხბურთელი არ არის.

"ჩემთვის ხვიჩა კვარაცხელია ტექნიკური თვალსაზრისით "ნაპოლის" შემადგენლობაში საუკეთესო ფეხბურთელია. მას არავინ ჰგავს, ვულოცავ კრისტიანო ჯიუნტოლის და მის სკაუტს, რომელმაც იგი აღმოაჩინა", - თქვა "ნაპოლის" გულშემატკივარმა, ჯენარო მონტურიმ, რაზეც როსარო რიველინომ ასეთი რამ უპასუხა: "ჩემთვის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი "ნაპოლის" შემადგენლობაში პიოტრ ზიელინსკია. "ნაპოლის" მწვრთნელი რომ ვიყო, მას ყოველთვის მივცემდი თამაშის შესაძლებლობას".

"ნაპოლი" შემდეგ შეხვედრას ანტალიაში მიმდინარე შეკრების ფარგლებში, ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები