Belive

ოფიციალურად: ნაპოლიმ დი ლორენცო დაიტოვა, სპინაცოლა კი დაიმატა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეონარდო სპინაცოლა "ნაპოლის" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა. იტალიელ მარცხენა მცველს "რომასთან" კონტრაქტი შეუწყდა. მან რომაული კლუბის რიგებში 150-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ სპინაცოლამ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის ანტონიო კონტეს პროექტის წევრი იქნება.

31 წლის ფეხბურთელს ბოლო დროს ტრავმები აწუხებდა - არ იყო იტალიის ნაკრების წევრი ევრო 2024-ზე. სპინაცოლას ნაკრებში 24 მატჩი აქვს ჩატარებული. ნაპოლიმ დაადასტურა ისიც, რომ ჯოვანი დი ლორენცო გუნდში დარჩება და ისევ ნაპოლის კაპიტანი იქნება.

სხვა სტატიები