კვარაცხელია - ოსიმენის დუეტი სერია A-ს საუკუნის საუკეთესოებს შორის დაასახელეს
"ნაპოლის" ვარსკვლავური დუეტი, ქართველი ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენის მონაწილეობით იტალიის სერია A-ში 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული მედია საშუალების, Sky Sports-ის იტალიურმა ვერსიამ 21-ე საუკუნეში, იტალიის სერია A-ში 15 ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული შემტევი დუეტის სია გამოაქვეყნა, რომელთა შორის მე-15 ადგილზე სწორედ "ნაპოლის" ლიდერები არიან.
"ოსიმენი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 26 გოლით გახდა, კვარას კი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს, სერია A-ში სადებიუტო სეზონში 12 გოლი აქვს. დუეტმა "ნაპოლის" საჩემპიონო გზაზე ერთობლივად 38 გოლი გაიტანა, რა მაჩვენებლითაც ისტორიაში 50-ე, ხოლო 21-ე საუკუნეში მე-15 ადგილზე არიან", - წერს sport.sky.it-ი.
კვარა-ოსიმენის წყვილს ჩამონათვალში 14 დუეტი უსწრებს, საუკეთესო სამეული კი ასეთია:
3. ჩირო იმობილე და ფილიპე კაისედო - 45 გოლი
2. დრის მერტენსი და ლორენცო ინსინიე - 46 გოლი
1. გონსალო იგუაინი და ლორენცო ინსინიე - 48 გოლი