Belive

კვარაცხელია ნაპოლი - ატალანტას მატჩს გამოტოვებს?!

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელია კუნთის ტრავმის გამო, "ნაპოლისა" და "ატალანტას" მატჩს გამოტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.

საბერძნეთთან გამართული პრინციპული მატჩის მიწურულს მიღებული ტრავმის გამო, კვარაცხელიამ ისტორიული მატჩის დასრულება ვერ შეძლო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ნეაპოლში ჩასვლის შემდეგ, კვარაცხელიას დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ქართველ ვარსკვლავს მარცხენა ფეხზე კუნთი აქვს დაზიანებული.

წყაროს მტკიცებით, კვარას "ატალანტას" წინააღმდეგ თამაში სურს, თუმცა, "ნაპოლის" სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები რისკისგან თავს იკავებენ და ამჯობინებენ, რომ კვარაცხელიამ მნიშვნელოვან თამაშში არ მიიღოს მონაწილეობა. "ნაპოლისა" და "ატალანტას" დაპირისპირება 30 მარტს, 15:30 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები