Belive

"კვარაცხელია მსოფლიოს მწვერვალია" - ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიანი იტალიური გამოცემა "corriere dello sport" ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. ავტორიტეტული იტალიური გამოცემა "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის - ჯოვანი გალეონეს სიტყვებს ციტირებს, რომელიც ქართველი ვარსკვლავით აღფრთოვანებას ვერ მალავს. "კვარაცხელიას გვერდით პაულო დიბალას რომ ეთამაშა, ქალაქი ჭკუიდან შეიშლებოდა", - რთულია არ დაეთანხმო გალეონეს, რომელსაც სჯერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სახელი ნეაპოლიტანური კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
"კვარაცხელია? ქართველი ვარსკვლავი ტექნიკურად მსოფლიოს მწვერვალია. ის უბრალოდ კარგი არაა - ის ძალიან კარგია! კვარაცხელიას გვერდით პაულო დიბალას რომ ეთამაშა, ქალაქი ჭკუიდან შეიშლებოდა. საბოლოოდ, ნეაპოლში მხოლოდ კვარაცხელია ჩამოვიდა. თავდაპირველად კვარას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა, თუმცა, მან ყველას დაუმტკიცა, რომ ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ჩემპიონი გახდეს", - ჯოვანი გალეონე. 

სხვა სტატიები