Belive

Sportbible: მესი თუ რონალდუ - კვარამ რჩეული დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გავლენიანი ბრიტანული სპორტული ტაბლოიდი sportbible ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გარშემო მიმდინარე დაუსრულებელ დებატებს, ხვიჩა კვარაცხელიაც შეუერთდა.

sportbible ხვიჩა კვარაცხელიას ფეხბურთის უახლეს სუპერვარსკვლავად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ "ნაპოლის" ერთ-ერთმა ლიდერმა მესისა და რონალდუს შორის არჩევანი ჯერ კიდევ დიდი ხნის გააკეთა.

ავტორიტეტული ბრიტანული ტაბლოიდის სტატიაში, ხაზგასმულია: მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას "კვარადონას" უწოდებენ და მისი სათამაშო სტილიც ლეო მესისთან უფრო ახლოსაა, ქართველმა ვარსკვლავმა რჩეულ ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა.

"რონალდუ უფრო მომწონს, რადგან ის ჩემი კერპია, მაგრამ მესი საუკეთესოა", - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.


Khvicha-Kvaratskhelia-Napoles

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლის" წარმატების მთავარი შემოქმედები არიან. ლუჩიანო სპალეტის გაწვრთნილ გუნდს ისტორიის დაწერასა და 1990 წლის შემდეგ პირველი სკუდეტოს მოგებასთან ერთი ნაბიჯი აშორებს და ამ ყველაფერში კვარაცხელიასა და ოსიმენს ლომის წილი მიუძღვით.

"პარტენოპეის" საჩემპიონო სვლის გაგრძელებამდე, კვარაცხელია სანაკრებო პაუზით სარგებლობს და საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2023 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში, ნორვეგიის წინააღმდეგ წარმატების მოპოვებაში ეხმარება. საქართველოსა და ნორვეგიის დაპირისპირება 28 მარტს, 20:00 საათზე, ბათუმში გაიმართება.

სხვა სტატიები