Belive

კვარაცხელია: ,,მატჩამდე რონალდუმ წარმატებები მისურვა''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელია, პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,გუნდურად ვითამაშეთ და ყველას დავუმტკიცეთ, რომ არავისზე ნაკლები არ ვართ! მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გავდივართ! ბედნიერები ვართ, მაგრამ ხვალ მომავალი მატჩისთვის მზადებას დავიწყებთ. გულშემატკივრებს ასეთი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით!

თამაშის დაწყებამდე რონალდუს შევხვდი, წარმატებები მისურვა! ძალიან გამიხარდა... ჩემთვის ძალიან დიდი მუხტი იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოვიდოდა და რაღაცას მეტყოდა. როგორც საუკეთესო ფეხბურთელი, ისე საუკეთესო ადამიანია. ამიტომ არის, როგორც ფეხბურთში, ისე ფეხბურთის გარეთ ძალიან დიდი პერსონა. ჩვენ მისგან ბევრს ვსწავლობთ. როცა კრიშტიანუ მოდის და გეუბნება, რომ წარმატებებს გისურვებს, ძალიან ამაღელვებელია... დიდი მუხტი მომცა და მაშინ მივხვდი, რომ ყველაფრის გაკეთება შემეძლო!

სკუდეტო ძალიან დასამახსოვრებელი იყო. მაგრამ თამამად ვამბობ, რომ დღეს უბედნიერესი ვარ! ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა!

ესპანეთს დიდ პატივს ვცემთ! ერთმანეთთან ბევრი მატჩი გვაქვს ჩატარებული და კარგად ვიცნობთ. დღეს ვაჩვენეთ, რომ არცერთ მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, ყველასთან საბრძოლველად გავალთ. ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ მოსაგებად ვითამაშებთ!'' - ხვიჩა კვარაცხელია

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური გაიფორმა.

პლეი-ოფში ჩვენი გუნდის მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება, მატჩი კვირას, 30 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები