Belive

Il Mattino: "აურელიო დე ლაურენტისი გაკვირვებული და იმედგაცრუებული იყო"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერია A-ს 32-ე ტურის შეხვედრაში "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" შორის ფრედ (1:1) დასრულებული კამპანიური დერბის შემდეგ, ნეაპოლელთა პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მთავარ მწვრთნელ, ლუჩიანო სპალეტისთან დამშვიდობება არ ისურვა.

"ნაპოლის" წვეულება გადაიდო და 33-წლიანი ლოდინის დასრულება მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იგეგმება, მაგრამ გულშემატკივრების მოსაწყენი და დაბნეული მზერა, რომლებიც ტოვებდნენ მარადონას სტადიონს, კარგად მეტყველებს იმედგაცრუებაზე და სასოწარკვეთილებაზეც კი. ზოგადი განცდა იყო ისეთი, რომ გუშინ დიდი ბანკეტის მომენტი იდგა: ყველაფერი დალაგებული იყო, მაგრამ შემდეგ მაგიდაზე საბოლოოდ არაფერი განლაგდა", - წერს Areanapoli.it-ი და Il Mattino-ს უახლესი გამოცემის სტატიას იშველიებს, სადაც მატჩისშემდგომი დეტალები ხდება ცნობილი.

"ნეაპოლის მსგავსად, აურელიო დე ლაურენტისი გაკვირვებული და იმედგაცრუებული იყო, იმდენად, რომ ის ლუჩიანო სპალეტისა და გუნდს არც კი დაემშვიდობა. თუმცა ეს გაბრაზების გამო არ მომხდარა, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ საცობში არ მოყოლილიყო", - წერს Il Mattino.

არსებული მდგომარეობით, ხვიჩა კვაარცხელიას გუნდს 32 ტურის შემდეგ 79 ქულა აქვს დაგროვებული და უახლოეს მდევარ "ლაციოს" 18-ქულიანი უპირატესობით უსწრებს. იმისათვის, რომ კლუბმა ისტორიაში მესამე ჩემპიონობა იზეიმოს, ნეაპოლელებს დარჩენილ 6 ტურში 1 ქულის მოპოვება სჭირდებათ. შემდეგ შეხვედრას "ნაპოლი" "უდინეზეს" წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს, შეხვედრა 4 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები