Belive

კვარაცხელია Goal.com-ის მკითხველთა ვერსიით წლის 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Goal.com-ის მკითხველებმა წლის საუკეთესო 50 ფეხბურთელი დაასახელეს, რომელთა შორის 26-ე ადგილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დაიკავა:

,,გასული სეზონის საუკეთესო ტრანსფერი? ხვიჩა კვარაცხელია უცნობი იყო, როცა დინამო ბათუმიდან ნაპოლის 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მაგრამ, მას მერე, რაც ქართველი ფეხბურთელი 14 გოლითა და ამდენივე ასისტით საკუთარ გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ სერია A-ს მოგებასა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა, იგი ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ გარემარბად იქცა. ახლა მას ნეაპოლში ფანები ,,კვარადონას'' უწოდებენ.'' - წერს Goal.com-ი

ვებგვერდის მკითხველთა აზრით, წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია (მეშვიდედ), რომელმაც წელს ,,ოქროს ბურთის'' მოგებაც შეძლო.

სამეულში, ასევე, ერლინგ ჰოლანდი (მან. სიტი) და ჯუდ ბელინგემი (რეალი) მოხვდნენ.

საინტერესოა, რომ Top 50-ეულს მიღმა დარჩა პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ნასრის'' თავდამსხმელი - კრიშტიანუ რონალდუ.

წლის საუკეთესო ფეხბურთელები Goal-ის მკითხველთა ვერსიით:

  1. ლეო მესი

  2. ერლინგ ჰოლანდი

  3. ჯუდ ბელინგემი

  4. კილიან მბაპე

  5. კევინ დე ბრუინე

  6. ჰარი კეინი

  7. მოჰამედ სალაჰი

  8. ვინისიუს ჟუნიორი

  9. ლუკა მოდრიჩი

  10. ბერნარდუ სილვა

    1. რაფაელ ლეაუ

    2. ხვიჩა კვარაცხელია

    3. აშრაფ ჰაკიმი

სხვა სტატიები