Belive

კვარაცხელია და ნაპოლი მსოფლიოს ჩემპიონატის დროს თურქეთში მოემზადებიან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დროს, საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" თურქეთში, კერძოდ კი ანტალიაში მოემზადება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ის ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირზე მონაწილეობას არ იღებენ, 10 დღის განმავლობაში დასვენებას და თავისუფალ პერიოდს მიიღებენ, ხოლო შემდეგ კლუბში დაბრუნდებიან და სეზონის მეორე ნახევრისთვის მოემზადებიან.

გარდა სავარჯიშო პროცესისა, "აძური" ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს, რომლის კალენდარიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ყატარში გასამართი მუნდიალი 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

სხვა სტატიები