კვარაცხელია და მამარდაშვილი საუკეთესო ახალგაზრდებს შორის დასახელდნენ
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პროფესიონალური კარიერა დაასრულა. კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში ასპარეზობს - ლეო მესი და ქარიმ ბენზემა კი შესაძლოა უახლოეს მომავალში პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს შეუერთდნენ.
თაობა, რომელიც უამრავი ახალგაზრდისთვის ინსპირაციის წყარო გახდა თანდათან ქრება - ვინ არიან ამომავალი ვარსკვლავები, რომელთაც მათი ადგილის დაკავება შეუძლიათ?
ევროპის წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში უამრავმა ახალგაზრდა მოთამაშემ გაიბრწყინა. ზოგიერთმა მათგანმა გულშემატკივრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ ვინ არის 2022/23 წლების სეზონის ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე?
Yahoo Sport-მა ევროპის ტოპ 5 ლიგაში მოასპარეზე საუკეთესო 23-წლამდე ფეხბურთელები გამოავლინა. ქართველი გულშემატკივრისთვის კი განსაკუთრებით სასიხარულოა ის გარემოება, რომ ავტორიტეტული გამოცემი რჩეულთა შორის, მოწინავე პოზიციებზე გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია მოხვდნენ.
ყველაზე მეტი სათამაშო დრო
- გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია") - 3420 წუთი
- მარკ გუეჰი ("კრისტალ პალასი") - 3330 წუთი
- ენტონი რუალი ("ტულუზა") - 3316 წუთი
- ბუკაიო საკა ("არსენალი) - 3195 წუთი
- მოისეს კაისედო ("ბრაიტონი") - 3141 წუთი
- ვალენტინ გენდრი ("ლეჩე") – 3103 წუთი
- ფოლარინ ბალოგუნი ("რეიმსი") – 3013 წუთი
- კასტელო ლუკება ("ლიონი") – 2986 წუთი
- მიკივან დე ვენი ("ვოლფსბურგი") – 2970 წუთი
- ბრენან ჯონსონი ("ნოტინგემი") – 2941 წუთი
გატანილი გოლები
- ერლინგ ჰოლანდი ("მანჩესტერ სიტი") – 36
- ფოლარინ ბალოგუნი ("რეიმსი") – 21
- ელი უაჰი ("მონპელიე") – 19
- გაბრიელ მარტინელი ("არსენალი") – 15
- ბუკაიო საკა ("არსენალი") – 14
- ჯამალ მუსიალა ("ბაიერნი") – 12
- ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი") – 12
- ნიკოლას ჯექსონი ("ვილიარეალი") – 12
- ტის დალინგა ("ტულუზა") – 12
- გაბრი ვეიგა ("სელტა") – 11
საგოლე გადაცემები
- ბუკაიო საკა ("არსენალი") – 11
- მაიკლ ოლისე ("კრისტალ პალასი") – 11
- ჯამალ მუსიალა ("ბაიერნი") – 10
- ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი") – 10
- ვინისიუსი ("რეალი") – 9
- ბრედლი ბარკოლა ("ლიონი") – 8
- დომინიკ შობოშლაი ("ლაიპციგი") – 8
- ერლინგ ჰოლანდი ("მანჩესტერ სიტი") – 8
- პატრიკ ვიმერი ("ვოლფსბურგი") – 8
- როდრიგო ("რეალი") – 8
წარმატებული დრიბლინგები
- ვინისიუს ჟუნიორი ("რეალი") – 112
- ჯერემი დოკუ ("რენი") – 96
- ლი კანგ-ინი ("მალიორკა") – 90
- ჯუდ ბელინგემი ("დორტმუნდი") – 86
- ჯერემი ფრიმპონგი ("ლევერკუზენი") – 85
- ნიკო უილიამსი ("ბილბაო") – 84
- როდრიგო ("რეალი") – 81
- რაიან ჩერკი ("ლიონი") – 79
- ჯამალ მუსიალა ("ბაიერნი") – 77
- ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი") – 75
შექმნილი შანსები
- ბუკაიო საკა ("არსენალი") – 75
- მაიკლ ოლისე ("კრისტალ პალასი" – 72
- დომინიკ შობოშლაი ("ლაიპციგი" – 71
- რაიან ჩერკი ("ლიონი") – 67
- ვინისიუს ჟუნიორი ("რეალი") – 64
- გაბრიელ მარტინელი ("არსენალი") – 59
- ლი კანგ-ინი ("მალიორკა") – 54
- ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი") – 54
- ჯამალ მუსიალა ("ბაიერნი") – 52
- ლაზარ სამარჯიჩი ("უდინეზე") – 48