ბარახა: ,,ბუდიმირის პენალტები შევისწავლეთ, მამარდაშვილი დარტყმას ბოლომდე დაელოდა''
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ვალენსიას'' მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ, ,,ოსასუნასთან'' მოგებული მატჩი შეაფასა.
სპეციალისტმა 97-ე წუთზე ანტე ბუდიმირის ცუდად შესრულებულ პენალტზეც ისაუბრა, რომელიც გიორგი მამარდაშვილმა აიღო:
,,რთულ შეხვედრაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. სტუმრად ზედიზედ ორჯერ მოგება განსხვავებულია. ასე უნდა გავაგრძელოთ და ბეტისთანაც კარგად ვითამაშოთ... ჩვენ ვუყურებთ ვალენსიას 19 წლის ფეხბურთელებს, რომლებიც ისე გამოიყურებიან, თითქოს, 27 წლის ასაკში არიან.
ამ კვირაში ბუდიმირის თერთმეტმეტრიანები შევისწავლეთ და ვიცოდით, რომ დარტყმამდე დიდ ხანს იცდიდა, რათა გაერკვია, საით გადახტებოდა მეკარე... მამარდაშვილი დარტყმას ბოლომდე დაელოდა და ბედმა გაგვიღიმა!'' - რუბენ ბარახა
ლა ლიგის 31-ე ტურში ,,ვალენსიამ'' ,,ოსასუნა'' სტუმრად 1:0 დაამარცხა.
მამარდაშვილის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის მომავალ შეხვედრას 20 აპრილს, ,,ბეტისთან'' შინ გამართავს.
👏🏽 BARAJA ha dado las claves del penalti de BUDIMIR y no ha sido todo suerte: «Durante la semana lo habíamos estudiado y sabíamos que aguantaba mucho en los penaltis para ver hacia dónde se tira el portero; MAMARDASHVILI ha aguantado hasta final...y nos ha sonreído la fortuna».
— Radio Taronja (@RadioTaronja_) April 15, 2024