Belive

კვარაცხელია: ,,ჩვენი ნაკრების ბევრი ფეხბურთელი ჩემპიონი გახდა, რაც თავდაჯერებისთვის მნიშვნელოვანია''

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. თბილისში, საწვრთნელი შეკრების ფარგლებში ჩვენი გუნდი ბოლო ვარჯიშს 15 ივნისს გამართავს. მოგვიანებით კი, ვილი სანიოლის გუნდი, 25 ფეხბურთელის შემადგენლობით, ლარნაკაში გაემგზავრება

მოახლოებულ ოფიცალურ მატჩებთან დაკავშირებით ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრეს.

💬 ხვიჩა კვარაცხელია (საქართველოს ნაკრების წევრი): „მომზადებულები ვხვდებით თამაშს. თითოეული ფეხბურთელი ძალიან კარგ ფორმაშია. ძალიან ბევრი გახდა ჩემპიონი, მოიგო თასი, რაც მნიშვნელოვანია თავდაჯერებისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ კვიპროსთან თამაშისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით დავამთავრებთ ამ თამაშს, გავიმარჯვებთ, რაც წაგვადგება შოტლანდიასთან თამაშისთვის".

💬 ზურიკო დავითაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): „ვემზადებით მოსაგებად არა მხოლოდ კვიპროსთან, არამედ შოტლანდიასთანაც. ეს ლოგიკურია ჩვენი ნაკრებიდან გამომდინარე. ძალიან კარგი კოლექტივი ვართ, გამოცდილებაც საკმაოდ გვაქვს და იმედი მაქვს, რომ ორივე შეხვედრას ჩვენთვის სასიკეთოდ დავასრულებთ. მოლოდინი, რა თქმა უნდა, გამარჯვებაა.

კარგი სეზონის შემდეგ უფრო თავდაჯერებული ხარ. ჩემთვის, სეზონის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი გამოვიდა. იმედი მაქვს, სანაკრებო დონეზე კარგი მატჩებით დავასრულებ სეზონს და გულშემატკივარს გავახარებ“.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი) 

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

მატჩების განრიგი

17 ივნისი | კვიპროსი - საქართველო | 22:45

20 ივნისი | შოტლანდია - საქართველო | 22:45

nakrebi.ge

სხვა სტატიები