Belive

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო დრიბლიორებს შორის პირველია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 4 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის'' შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ტურნირის საუკეთესო დრიბლიორებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ოთხ შეხვედრაში 32 წარმატებული დრიბლინგია.

Top ხუთეულში, ასევე, რაფაელ ლეაუ (მილანი, 29) ბარენეჩეა (სოსიედადი, 27), კილიან მბაპე (პსჟ, 26) და ლანგი (პსვ, 23) შედიან.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

,,ნაპოლი'' ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩს 30 ნოემბერს ,,რეალთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები