Belive

კვარას საოცარი გოლი - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა ვარსკვლავმა ლიონთან მატჩში?

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში ლიონს დაუპირისპირდა და მოულოდნელად 1:2 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელია მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთო, როდესაც ლუის ენრიკემ მოედანზე 59-ე წუთზე შეიყვანა - ქართველმა ვარსკვლავმა პარიზული გრანდის თამაში გამოაცოცხლა და მცირე დროში გულშემატკივარს რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც შესთავაზა, ხოლო 94-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებულ გოლთან ერთად, მეტოქის ფინალურ მესამედში 13-დან 13 ზუსტი პასი გააკეთა, 4-დან 4 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და 4-დან 4 დუელი მოიგო.

კვარაცხელიას მაღალი დონის თამაში სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა შემდეგნაირად შეაფასეს:

  • Flashscore: 7.8

  • Sofascore: 8.3

  • Whoscored: 7.8

პარი სენ-ჟერმენი მარცხის მიუხედავად პირველ ადგილს ინარჩუნებს. ფრანგული ფეხბურთის ფლაგმანი მომდევნო მატჩს 22 აპრილს, 21:00 საათზე, ნანტის წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას - ქართველმა ვარსკვლავმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები