Belive

კვარას გვარის წარმოთქმა ზოგიერთისთვის კვლავ დიდი გამოწვევაა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

CBS SPORTS-ის პოპულარულ პოდკასტში, რომელსაც ტიერი ანრი, ჯეიმი კარაგერი, მიკა რიჩარდსი და ქეით აბდო უძღვებიან, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩების დასრულების შემდეგ, მორიგი განხილვა მიმდინარეობდა.

პოპულარული ტელეწამყვანი ქეით აბდო, საფეხბურთო სამყაროში არანაკლებ ცნობილმა ჯულს ბრიჩმა დროებით ჩაანაცვლა. "მანჩესტერ სიტიზე" საუბრის დროს, წამყვანმა ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა, თუმცა ქართველი ვარსკვლავის გვარის სწორად წარმოთქმა ვერ შეძლო, რამაც სტუდიაში მყოფი ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელები გაამხიარულა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოდკასტის წამყვანები ხვიჩა კვარაცხელიას სახელისა და გვარის სწორად წარმოთქმას ცდილობენ. გასული წლის სექტემბერში, ტიერი ანრიმ და მიკა რიჩარდსმა კვარას გვარის წარმოთქმა სცადეს.

სხვა სტატიები