Belive

კვარას ფასმა დაიკლო, თუმცა ლიგა 1-ში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა.

,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია 80 მილიონ ევროდაა შეფასებული. მისმა ღირებულებამ, წინა მონაცემებთან შედარებით, 5 მილიონით დაიკლო, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატში ქართველ ფეხბურთელზე ძვირადღირებული არავინაა.

2 მილიონი ევროთი - 18-დან 20 მილიონამდე გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის ფასი. გარდა ამისა, ასევე 2 მილიონით მოიმატა ზურიკო დავითაშვილის ღირებულებამაც, რომელიც ამ მომენტისთვის 10 მილიონადაა შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ ლიგა 1-ის 11 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ,,პარი სენ ჟერმენის საკუთრებაა.

საფრანგეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი Transfermarkt-ის ვერსიით:

  1. ხვიჩა კვარაცხელია - 80 მილიონი ევრო

  2. უსმან დემბელე - 75 მილიონი ევრო

  3. ბრედლი ბარკოლა - 70 მილიონი ევრო

  4. აშრაფ ჰაკიმი - 65 მილიონი ევრო

  5. ჟოაო ნევეში - 65 მილიონი ევრო

  6. ვიტინია - 60 მილიონი ევრო

  7. უორენ ზაირ-ემერი - 60 მილიონი ევრო

  8. დეზირე დუე - 60 მილიონი ევრო

  9. ნუნუ მენდეში - 55 მილიონი ევრო

  10. გონსალუ რამოში - 45 მილიონი ევრო

View this post on Instagram

A post shared by Transfermarkt (@transfermarkt_official)

სხვა სტატიები