Belive

ბარსელონა და პსჟ კვარაცხელიას ტრანსფერით ისევ ინტერესდებიან

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიასა და ,,ნაპოლის'' შორის კონტრაქტის შესაძლო განახლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას ,,ბარსელონა'' და ,,პარი სენ ჟერმენი'' განაგრძობენ. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ,,ბლაუგრანას'' წარმომადგენლები 23 წლის გარემარბს უკვე დაუკავშირდნენ. როგორც ესპანური Sport წერს, ზაფხულში კატალონიელთა სურვილი მაღალი დონის ვინგერის გაფორმებაა და მათი მთავარი სამიზნეები კვარა და რაფაელ ლეაო არიან.

,,პსჟ'' კი მზადაა, რომ ნეაპოლელებს კონკრეტული შეთავაზებით ისევ მიმართონ. ,,ნაპოლის'' პრეზიდენტმა გასულ ზაფხულს პარიზული გუნდის 100-მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა.

ქართველ ვარსკვლავს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ამ ეტაპზე ხელფასის სახით მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს იღებს, სწორედ ამიტომ მხარეები მოლაპარაკებებს ანაზღაურების 8 მილიონ ევრომდე გაზრდაზე მართავენ.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები