Belive

"კვარა მესის და ნეიმარის გვერდით დგას - ის სენსაციურია" - იტალიელი ვეტერანი ქართველზე საუბრობს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი და ამჟამად სატელევიზიო ექსპერტი, დანიელე ადანი, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის ლიონელ მესისა და ნეიმარის დონეზე თამაშობს.

"სენსაციურ ფაქტს მოგიყვებით ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ. რაც მან გააკეთა "სპეციას" წინააღმდეგ, მან გასაოცარი ბრწყინვალების საზღვარი გადაკვეთა.

იტალიის სერია A-ში მისი სადებიუტო სეზონის განმავლობაშ ის შევიდა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში იმ 5 მოთამაშის მოკლე სიაში, რომელსაც "ორმაგი დუბლი" (10 გოლი და 12 საგოლე პასი) აქვთ. ის ლეო მესის, ნეიმარის, კოლო მუანის და სერჟ გნაბრის გვერდით დგას. ეს რაღაც განსაკუთრებულად საყურადღებოა", - თქვა “ლაციოს”, “ბრეშას”, “ფიორენტინას”, “ინტერის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა.

ქართველ ტალანტს, რომელიც უკვე უმაღლესი დონის ექსპერტების აზრით, მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა, მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, 12 საგოლე პასი გაკეთებული და 4 პენალტი მოპოვებული.

სხვა სტატიები